ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ახალი და ყველაზე სწრადი ელექტრომობილი Model S Plaid-ი წარადგინა. კალიფორნიის ქალაქ ფრიმონტში გამართულ პრეზენტაციას კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი უძღვებოდა.
Model S Plaid-ის მაქსიმალური სიჩქარეა 320 კმ/სთ, 0-დან 100 კმ/საათამდე აჩქარებისთვის ელექტრომობილს დაახლოებით 2 წამი სჭირდება. ელექტრომობილის სიმძლავრეა 1020 ც.ძ., სრულად დატენილი ელემენტით კი ავტომობილი 640 კილომეტრს გადის.
Model S Plaid-ის ფასი 129 900 დოლარი იქნება.