logo_geo
ჟურნალისტმა პირდაპირი ეთერი შეწყვიტა და მეხანძრეებს მიეხმარა
- +

8 აგვისტო. 2021. 02:01

 

 

ამ ამბავს საბერძნეთში ალბათ დიდხანს არ დაივიწყებენ. ადგილობრივი და მსოფლიო პრესა ბერძენი ჟურნალისტის, გეორგია გარანძიოტის ფოტოებით უკვე აჭრელდა.

 

ბერძნული მედია ჟურნალისტ გეორგია გარანძიოტის ქმედებას სამაგალითოდ აფასებს. ის რაც ამჟამად საბერძნეთში ხდება, აერთიანებს ყველა ადამიანს, განურჩევლად პროფესიისა და სოციალური სტატუსისა.

 

სწორედ ამის ნათელი და კარგი მაგალითია გეორგიას საგმირო საქმე. მას რეპორტაჟი მიჰყავდა ხანძრის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული წერტილიდან, სადაც გარკვეულ მომენტში მან მიკროფონი და გადაღება მიატოვა და მეხანძრეების დახმარებას შეუდგა. მაყურებელს ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩენია და ახალგაზრდა ქალის საქციელს გმირობაც კი უწოდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი