logo_geo
პენტაგონი მზადაა, ავღანელი ლტოლვილები აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მიიღოს
- +

17 აგვისტო. 2021. 17:48

 

 

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, აშშ-ის სამი ბაზა უახლოეს კვირებში ავღანეთიდან 22 ათასამდე ლტოლვილის მისაღებად მზად არის.

 

„სამივე ბაზას მომდევნო რამდენიმე კვირაში 22,000-მდე ლტოლვილის მიღება შეუძლია”, - განაცხადა კირბიმ CNN-თან ინტერვიუში.

 

მან ასევე განმარტა, რომ ვითარება ქაბულის აეროპორტში გაუმჯობესდა, თუმცა აშშ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობას აგრძელებს.

 

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი