logo_geo
რუსული მედია: რუსეთის საჰაერო ძალების „ტუ 160“-ის ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს ნორვეგიის „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლები აედევნენ
- +

28 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

რუსეთის საჰაერო ძალების „ტუ 160“-ის ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს ნორვეგიის „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლები აედევნენ.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ორი სამხედრო თვითმფრინავი ბარენცისა და ნორვეგიის ზღვების თავზე ნეიტრალურ ზონაში გეგმურ ფრენას ახორციელებდა, რომელსაც თან ახლდნენ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო საჰაერო ძალების „მიგ 31“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რვა საათიანი ფრენის დროს, ერთ-ერთ მონაკვეთზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები ნორვეგიის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა გააცილეს.

 

 

big_banner
არქივი