logo_geo
დევიდ ბიზლი: მსოფლიოში, 45 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა
- +

8 ნოემბერი. 2021. 19:15

 

 

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ მსოფლიოში, 45 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.

 

„ათობით მილიონი ადამიანი უფსკრულს უყურებს. კონფლიქტების, კლიმატის ცვლილებისა და პანდემიის გამო, მშიერი ადამიანების რიცხვი სწრაფად იზრდება და უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ახლა 45 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა“, - აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.

 

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ასევე აღნიშნავენ, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) ცნობით, გასული ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში სურსათის ფასები 30%-ზე მეტით გაიზარდა და ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია

 

 

big_banner
არქივი