logo_geo
Regeneron-ის მიერ შემუშავებული ანტისხეულების კოქტეილის ერთჯერადი დოზა კორონავირუსით ინფიცირების რისკს 81.6%-ით ამცირებს
- +

8 ნოემბერი. 2021. 21:38

 

 

Regeneron-ის მიერ შემუშავებული ანტისხეულების კოქტეილის (Ronapreve) ერთჯერადი დოზა კორონავირუსით ინფიცირების რისკს 81.6%-ით ამცირებს. აღნიშნულს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

 

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ პრეპარატი დაცვას 2-დან 8 თვემდე პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს.

 

Ronapreve-მ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში მიიღო.

 

პრეპარატ Ronapreve-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ინფექციის თავიდან აცილებას, ინფექციის მძიმე სიმპტომების აღმოფხვრასა და ჰოსპიტალიზაციის შესაძლებლობის შემცირებას.

 

პრეპარატის შეყვანა ინექციით ან ინფუზიით ხდება. იგი სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსზე მოქმედებს, სადაც მჭიდროდ ეკვრება კორონავირუსს და ხელს უშლის მას სასუნთქი სისტემის უჯრედებზე წვდომაში.

 

Ronapreve-ი იმ წამლების კლასს მიეკუთვნება, რომელსაც მონოკლონურ ანტისხეულებს უწოდებენ. ისინი სხეულის მიერ წარმოებული ბუნებრივი ანტისხეულების იმიტაციას ახდენენ. პრეპარატის გამოყენება ვაქცინაციის ჩანაცვლებას არ გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი