logo_geo
ეგვიპტეში მორიელებმა ასობით ადამიანი დაკბინეს. არის მსხვერპლი
- +

14 ნოემბერი. 2021. 12:43

 

 

„ეგვიპტის ქალაქ ასუანში მორიელებმა 450-მდე ადამიანს უკბინეს. ძლიერი შხამის ორგანიზში მოხვედრის შემდეგ, 3 ადამიანი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მომხდარს წინ ძლიერი წვიმა უძღოდა, რის შემდეგაც, მორიელები ქუჩებსა და სახლებში აღმოჩნდნენ. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრებს შხამის საწინააღმდეგო დამატებიითი დოზები გადაეცათ. ექიმები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და ისეთი ადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ, სადაც ბევრი ხეა.

 

ეგვიპტეში გარცელებული მორიელების სახეობა (Androctonus) ერთ-ერთი საშიში და ძლიერი შხამის მქონეა. დაკბენის შემთხევაში, ვლიდნება სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვა და თავის უჩვეულო მოძრაობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი