logo_geo
სამედიცინო პროცედურის გავლის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა
- +

19 ნოემბერი. 2021. 21:42

 

 

 

სამედიცინო პროცედურის გავლის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

 

„პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა. პრეზიდენტი კარგ ხასიათზე იყო და უკვე განაახლა თავისი მოვალეობების შესრულება. ის უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში დარჩება, რათა რუტინული სამედიცინო შემოწმება დაასრულოს“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

 

big_banner
არქივი