logo_geo
ლაბორატორიის შეცდომის გამო, ავსტრალიაში, 900-მდე ადამიანს კოვიდტესტების მცარი პასუხები უთხრეს
- +

28 დეკემბერი. 2021. 11:40

 

სიდნეიში მდებარე ლაბორატორიაში, The SydPath-ში დაშვებული შეცდომის გამო, კორონავირუსზე გატესტილ, სულ მცირე, 886 ადამიანს მცდარი პასუხები გაუგზავნეს, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ირკვევა, რომ ადამიანებს, რომელთაც სინამდვილეში, ვირუსი ჰქონდათ, აცნობეს, რომ ინფიცირებულები არ იყვნენ. მათი ნიმუშების კვლევა კი, ვისაც უთხრეს, რომ ვირუსი ჰქონდათ, ჯერ დასრულებული არ იყო.

 

ლაბორატორია განმარტავს, რომ ეს „მონაცემთა დამუშავებისას დაშვებული შეცდომით“ იყო გამოწვეული.

 

The SydPath-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შობის დღესასწაულის განმავლობაში, თანამშრომლებს ტესტების „უპრეცედენტო“ მოცულობის დამუშავება უწევდათ. ადამიანებს სწორი პასუხები მეორე დღეს აცნობეს.

 

 

big_banner
არქივი