logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 285 მილიონს გადააჭარბა
- +

30 დეკემბერი. 2021. 23:43

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 285 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 285 043 163 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 425 817 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 53 875 553 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 823 307 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი (12 630 554), მესამეზე კი საფრანგეთია (9 639 037).

 

 

big_banner
არქივი