logo_geo
ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს
- +

12 მარტი. 2022. 20:09

 

 

გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებები 75 წუთს გაგრძელდა. ინფორმაციას გერმანიის ფედერალური მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ მოუწოდეს.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს და ოლაფ შოლცს დონბასის რეგიონში რუსეთის ქმედებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც პუტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კონტაქტს გააგრძელებენ.

 

 

big_banner
არქივი