logo_geo
რუსეთში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები დააკავეს
- +

13 მარტი. 2022. 19:42

 

 

რუსეთის მასშტაბით უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეებმა კვლავ საპროტესტო აქციები გამართეს. ამის შესახებ Meduza წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის 35 ქალაქში აქციების 628 მონაწილე დააკავეს. ორგანიზაცია OVD-Info-ს მონაცემებით, 281 ადამიანია დაკავებული სანქტ-პეტერბურგში, 136 კი მოსკოვში.

 

სულ კი, უკრაინასთან ომის დაწყებიდან დღემდე, რუსმა სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების 14 611 მონაწილე დააკავეს.

 

 

big_banner
არქივი