logo_geo
უკრაინის ქალაქ ირპენში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს, კიევის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ იგი რუსი ჯარისკაცების სამიზნე გახდა
- +

13 მარტი. 2022. 23:32

 

 

უკრაინის ქალაქ ირპენში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ კიევის პოლიციის უფროს ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით წერს.

 

როგორც ნებიტოვი აცხადებს, ჟურნალისტი რუსი ჯარისკაცების სამიზნე გახდა.

 

მისივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ორი ჟურნალისტი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

„ბიბისი“ წერს, რომ ეს არის უცხოელი ჟურნალისტის დაღუპვის პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი