logo_geo
ომის დაწყების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში 100-მდე ავიაბომბი ჩამოაგდეს, რასაც 2 187 მოქალაქე ემსხვერპლა
- +

14 მარტი. 2022. 01:12

 

 

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში 100-მდე ავიაბომბი ჩამოაგდეს, რასაც 2 187 მოქალაქე ემსხვერპლა.

 

მარიუპოლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ქალაქი 22-ჯერ დაბომბეს.

 

ქალაქის საკრებულოში აღნიშნავენ, რომ დამპყრობლები ცინიკურად და მიზანმიმართულად ურტყამდნენ საცხოვრებელ შენობებს, ხალხმრავალ ადგილებს, ანგრევენ ბავშვთა საავადმყოფოებს და მთლიანად ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას.

 

„სწორედ ციდან ემუქრება უდიდესი საფრთხე მარიუპოლის 400 000 მაცხოვრებელს, რომლებიც ახლა ქალაქში არიან ბლოკირებული. ამიტომ, ნატო-ს მხრიდან უკრაინის თავზე ცის დახურვა ან საჰაერო თავდაცვის აუცილებელი სისტემებით უზრუნველყოფა არის გამოსავალი, რომელსაც შეუძლია ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მთელ უკრაინაში“, – აღნიშნავენ მარიუპოლის საქალაქო საბჭოში.

 

 

big_banner
არქივი