logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი „საპს“, „ორაქლსა“ და „მაიკროსოფთს“ მოუწოდებს, შეწყვიტონ თავიანთი პროდუქციის მხარდაჭერა რუსეთში
- +

14 მარტი. 2022. 01:12

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „საპს“ (SAP), „ორაქლს“ (Oracle) და „მაიკროსოფთს“ (Microsoft) მოუწოდებს, შეწყვიტონ თავიანთი პროდუქციის მხარდაჭერა რუსეთში.

 

„დღეს არ შეიძლება, იყოს ნახევრად გადაწყვეტილებები ან ნახევრად ტონები! არსებობს მხოლოდ შავი და თეთრი, სიკეთე და ბოროტება! თქვენ ან მშვიდობის მომხრე ხართ, ან უკრაინელი ბავშვებისა და ქალების მკვლელობაში სისხლიან რუს აგრესორს უჭერთ მხარს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი