logo_geo
ზელენსკი ფრანგულ კომპანიებს: შეწყვიტეთ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება - ღირებულებები უკეთესია, ვიდრე მოგება
- +

23 მარტი. 2022. 21:46

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით მიმართა და იმ ფრანგულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ ბაზარზე რჩებიან, რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა.

 

„ფრანგულმა კომპანიებმა უნდა დატოვონ რუსული ბაზარი. „რენო“, „ოშანი“, „ლერუა მერლენი“ და სხვები - მათ უნდა შეწყვიტონ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება. მათ უნდა შეწყვიტონ ქალებისა და ბავშვების მკვლელობისა და გაუპატიურების დაფინანსება. ღირებულებები უკეთესია, ვიდრე მოგება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი