logo_geo
„დიდი შვიდეულის“ ჯანდაცვის მინისტრები უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე რუსეთის თავდასხმებს გმობენ
- +

23 მარტი. 2022. 22:27

 

 

„დიდი შვიდეულის“ (G7) ჯანდაცვის მინისტრები უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე რუსეთის თავდასხმებს გმობენ.

 

„სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებებსა და მუშაკებზე განზრახ თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს. ჯანმრთელობა პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ჯანდაცვის მუშაკების დაცულნი უნდა იყვნენ, რათა მათ შეძლონ გადაუდებელი დახმარების გაწევა სიცოცხლის გადასარჩენად. ჯანდაცვის სისტემები და დაწესებულებები დაცული უნდა იყოს ისე, რომ ხელმისაწვდომი დარჩეს ყველასთვის, ვისაც ის ესაჭიროება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ უკრაინის ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშაა. „დიდი შვიდეულის“ (G7) ჯანდაცვის მინისტრები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სამედიცინო დახმარების მიწოდების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ.

 

 

big_banner
არქივი