logo_geo
Z სიმბოლო „ლუი ვიტონის“ ახალ კოლექციაში
- +

24 მარტი. 2022. 16:23

 

 

ფრანგული ბრენდი „Louis Vuitton“ საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა, მიზეზი კი ისაა, რომ უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრის ფონზე, ბრენდმა გამოუშვა სამკაულების ახალი კოლექცია, სადაც გამოყენებულია Z სიმბოლო - სიმბოლო, რომელიც რუსული აგრესიის ნიშანი გახდა.

 

„ლუი ვიტონის“ სამკაულების ახალი კოლექციის ერთ-ერთი სახე მოდელი ალისია ვიქანდერია. „ლუი ვიტონის“ სამკაულების კოლექციის გრაფიკული გამოსახულება აღმოაჩინეთ ახალი კამპანია ალისია ვიქანდერთან ერთად“ - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

ფოტოებზე ჩანს აქსესუარის ინიციალი Z.

 

როგორც აღვნიშნეთ, Z რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული აგრესიის სიმბოლოდ იქცა - რუსულ სამხედრო ტექნიკას სწორედ Z აწერია, ხოლო ადამიანები, რომლებიც რუსეთის შეჭრას უკრაინაში მხარს უჭერენ, სოციალურ ქსელში მხარდაჭერის გამოსახატად სწორედ Z-ის ფოტოს აქვეყნებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი