logo_geo
ილონ მასკი მოითხოვს, რომ Tesla-ს თანამშრომლები ოფისში დაბრუნდნენ ან კომპანია დატოვონ
- +

2 ივნისი. 2022. 00:36

 

 

ილონ მასკი მოითხოვს, რომ Tesla-ს თანამშრომლები ოფისში დაბრუნდნენ ან კომპანია დატოვონ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

„ვისაც დისტანციურად სურს მუშაობა, ოფისში კვირაში, სულ მცირე, 40 საათი უნდა იმყოფებოდეს ან Tesla-დან წავიდეს. ეს იმაზე ნაკლებია, რასაც ჩვენ ქარხნის მუშაკებისგან ვითხოვთ“, - წერს მასკი.

 

მისი თქმით, ოფისი უნდა იყოს თანამშრომლის ძირითადი სამუშაო ადგილი და არა დისტანციური ფილიალი, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაო მოვალეობებთან.

 

მასკმა აღნიშნა, რომ ის პირადად განიხილავს ნებისმიერ მოთხოვნას აღნიშნული პოლიტიკისგან გათავისუფლების შესახებ, თუმცა უმეტესწილად, თუ თანამშრომლები არ გამოჩნდებიან, კომპანია ივარაუდებს, რომ ისინი თანამდებობიდან გადადგნენ.

 

 

big_banner
არქივი