logo_geo
ირანში ერთი წლის წინ დაღუპული მაჰსა ამინის მამა დააკავეს
- +

16 სექტემბერი. 2023. 14:41

 

 

ირანის უსაფრთხოების სამსახურმა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის წლისთავთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაამკაცრა. როგორც უცხოური მედია წერს, მათ დააკავეს მაჰსა ამინის მამა, რომელიც სახლიდან გამოდიოდა.

 

ოჯახთან დაახლოებული წყაროს თქმით, უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა სახლს ალყა შემოარტყეს და ამინის ოჯახს იმ დღეს სახლიდან გასვლა აუკრძალეს.

 

„უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ამჯად ამინი დააკავეს და ის სახლში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც დაემუქრნენ, რომ ქალიშვილის გარდაცვალების წლისთავი არ აღენიშნა“, - აცხადებენ ქურთისტანის ადამიანის უფლებების ქსელში.

 

ცნობისთვის, მაჰსა ამინის ხსოვნის პატივსაცემად ირანის რამდენიმე ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები.

 

შეგახსენებთ, 22 წლის მაჰსა ამინი ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის მოტივით ერთი წლის წინ, იმ დროს დააკავა, როდესაც ახალგაზრდა ქალი მატარებლის სადგურს ტოვებდა.

 

მაჰსას დაკავების შემდეგ ოჯახს ქალის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, ბოლოს კი უთხრეს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული.

 

ქალებმა, რომლებიც მაჰსასთან ერთად დააკავეს, მაჰსას მამას უთხრეს, რომ ის ფურგონში სცემეს.

 

მოგვიანებით, მაჰსა ამინის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ცნობა, რასაც ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, დემონსტრაციების დროს 500-ზე მეტი პირი მოკლეს.

 

 

big_banner
არქივი