logo_geo
Hollywood reporter ქართულ ფილმს - „საშიში დედა“ ვრცელ სტატიას უძღვნის
- +

31 აგვისტო. 2017. 00:29



Hollywood reporter „ოსკარის" უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს მიერ წარდგენილ ქართულ ფილმს - „საშიში დედა" ვრცელ სტატიას უძღვნის. ცნობილი გამოცემა ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარს ამბიციურ დებიუტს უწოდებს და აღნიშნავს რომ მოპოვებული საერთაშორისო აღიარების შემდეგ, 4 ფილმს შორის საქართველომ შიდა კონკურსის საფუძველზე „ოსკარზე" წარსადგენად სწორედ ეს ფილმი გამოარჩია. Hollywood reporter ასევე აღნიშნავს, რომ ფილმის რეჟისორი ანა ურუშაძე ასევე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ზაზა ურუშაძის შვილია, რეჟისორის, რომლის ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები" ესტონეთის მხრიდან ასევე, „ოსკარის" ნომინანტი ფილმია.


სტატიაში ასევე მოთხრობილია ფილმის შინაარსი. ნათქვამია, რომ ფილმში ფსიქოლოგიურ დრამასა და ტრილერში მთავარ როლს მსახიობი ნატო მურვანიძე თამაშობს, რომელიც შუახნის მწერალი ქალის როლს ასრულებს. სტატიაშია ასევე აღნიშნულია, რომ სარაევოსა და სანდენსის ფესტივალების შემდეგ, ფილმი „ოსკარსა" და „ოქროს გლობუსზე" იბრძოლებს.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი