logo_geo
შს მინისტრი: აბასთუმნის ტერიტორიაზე ხანძარი სრულად ლოკალიზებულია
- +

31 აგვისტო. 2017. 18:23


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტერიტორიაზე დაკვამლიანება აღარ არის და ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.


„ჩვენ მოვახდინეთ საკონტროლო შემოფრენა მთლიანი ზონის, სადაც ხანძრის კერები იყო, მინდა გითხრათ, რომ დაკვამლიანებაც აღარ არის ტერიტორიაზე, ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სამუშაოები სრულად ლიკვიდაციისთვის. ასევე ცოცხალი ძალა გადასულია გარკვეულ ზონებში ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაზე, ეფექტურად იმუშავა ავიაციამ ცოცხალ ძალასთან ერთად და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მთელ ზონაში, სადაც ხანძარი იყო, სრულად ლოკალიზება გვაქვს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


მინისტრის განცხადებით, ავიაცია რჩება ადგილზე, თუმცა, ამ ეტაპზე სამუშაოები შეწყვეტილი აქვთ საჭიროების არარსებობის გამო.


 

big_banner
არქივი