logo_geo
კასპში ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

25 მარტი. 2024. 14:34

 

 

ქალაქ კასპში გრძელდება ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გაეცნო. შენობაში ამჯერად სველი წერტილების მოწყობა და მეორე სართულის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კულტურის სახლს რეაბილიტაცია ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება სამუშაო და სამეცადინო პირობები,  ფუნქციონალურად კი მეტად დაიტვირთება.

 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს.

 

big_banner
არქივი