logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება
- +

25 აპრილი. 2024. 12:07

 

 

საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

 

2 084 706 ლარის ღირებულების პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის მშენებლობას შპს „მშენჯგუფი“ აწარმოებს.

 

მშენებლობის დასრულება უზრუნველყოფს აღსაზრდელების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ საბავშვო ბაღში სწავლებას.

 

big_banner
არქივი