logo_geo
კასპში მდინარე ლეხურას მარცხენა სანაპიროზე გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს
- +

15 აპრილი. 2024. 18:11

 

 

ქალაქ კასპში მდინარე ლეხურას მარცხენა სანაპიროზე 848 გრძივი მეტრი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.

 

სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „სარტყელი“ ახორციელებს.

 

მანამდე კი მშენებელმა კომპანიამ მდინარის კალაპოტის ამოწმენდის და დაღრმავების სამუშაო შეასრულა.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაცული იქნება იმ მოსახლეობის საცხოვრებელი ბინები და მიწის ფართობები, რომლებიც მდინარის კალაპოტის გასწვრივ მდებარეობენ.

 

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  1 087 976 ლარია.

 

big_banner
არქივი