აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მესხის განცხადებით, ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირი აფეთქდა.
მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.
„ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით დეტალებს გამოძიების შემდეგ მოგახსენებთ", - აცხადებს გიორგი მესხი.
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა.