logo_geo
წალენჯიხაში კორპუსის ბინის აივანი ჩაინგრა
- +

19 აპრილი. 2023. 15:20

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,  ჯვარში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა.

 

შემთხვევის დროს აივანზე 50 წლამდე ქალი იმყოფებოდა, რომელიც ნგრევის შედეგად ქვედა სართულის აივანს დაეცა.

 

დაშავებული ქალი  მოტეხილობებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

დაშავებულ 50 წლამდე ქალს კვლევებს უტარებენ.

 

 

big_banner
არქივი