logo_geo
გოგა პიპინაშვილი საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ დააჯილდოვა
- +

19 იანვარი. 2024. 18:47

 

 

2024 წლის 14 იანვარს, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული თეატრის დღე მწერალთა სახლში აღნიშნა. შეკრებილი საზოგადოების მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა ჟურნალი „თეატრი“ და ქართული მწერლობა.

 

მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ და თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

ღონისძიების დასასრულს, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხვთისიაშვილმა გამოაცხადა თეატრალური სეზონის ყოველწლიური კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა გვარები. თეატრალური საზოგადოების სახელობითი პრემიებით დაჯილდოვდნენ ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. ასევე, სახელობითი ჯილდოები და საპატიო სიგელები გადაეცათ სხვსდასხვა თეატრებში მოღვაწე ხელოვანებს.

 

ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ მამიას როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის სპექტაკლში „უხერხემლო“ დაჯილდოვდა მიხეილ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გოგა პიპინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი