logo_geo
BIAFF ბათუმის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმაზე „ალტერნატიული ტალღა 2017“-ს პროექტების შერჩევა დასრულდა
- +

30 აგვისტო. 2017. 12:27



BIAFF კინოფესტივალზე, ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღის" 2017 წლის გამოშვებისთვის დასრულდა პროექტების შერჩევა.



„ალტერნატიულ ტალღა 2017"-ისთვის შეირჩა შემდეგი პროექტები:


1.         „მკვლელობები" - პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები

2.         „ნინა" - პროდიუსერი და რეჟისორი კოტე თაყაიშვილი

3.         „ოთარის სიკვდილი" - პროდიუსერი ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ (სოსო) ბლიაძე

4.         „პანთეონი" - პროდიუსერი ვატო ქავთარაძე, რეჟისორი არჩილ ქავთარაძე

5.         „სამგლე" - პროდიუსერი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი

6.         „უხერხემლო" - პროდიუსერი და რეჟისორი გიგიშა აბაშიძე

7.         „ქორწილი ჩემს ქუჩაზე" - პროდიუსერი და რეჟისორი შოთა გამისონია

8.         „წყნარი მთა" - პროდიუსერი გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი ლუკა ბერაძე



სკრიპტ დოქტორები - ნიკოს პანაიატოპოლოსი /MFI- ექსპერტი/, კლერ დოუნსი /EAVE-ს ექსპერტი/.


კოპროდუქციის პლატფორმების წარმომადგენლები და ორგანიზატორები - ტობიას პაუზინგერი /Cinemart, Sinelink, Biennale College - ის ექსპერტი/ და გიულინ უსტუნი /Meetings On the Bridge, Berlin Coproduction Market-ის ექსპერტი/.



ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი.



შეხვედრები გაიმართება სასტუმრო  „Wyndham Batumi"- ს საკონფერენციო დარბაზში.



კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ წარმოდგენილი პროექტების ავტორებს (23-34 სექტემბერს) შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი „ალტერნატიული ტალღის" იმეილზე - awbiaff@gmail.com



„ალტერნატიული ტალღის" მხარდამჭერები   -  საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.


 

big_banner
არქივი