logo_geo
ქალაქ თელავში კერამიკის გამოსაწვავი ქურა აღმოაჩინეს
- +

11 ივნისი. 2018. 17:41

 

თელავში კერამიკის გამოსაწვავი ქურა აღმოაჩინეს. ნივთს მაშინ მიაკვლიეს, როცა ტერიტორიის მფლობელი სასტუმროს აშენებდა.

 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქურა XVI-XVIII საუკუნეების დროინდელია.

 

თელავის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მეპატრონემ აღმოჩენის შესახებ ზედამხედველს შეატყობინა, რის შემდეგაც უკვე მერიის შესაბამისი განყოფილება დაინტერესდა.

 

 

ვახო გაგნიძის თქმით, შესაძლოა მითითებულ ადგილზე სამრეწველო სახელოსნო ყოფილიყო.

 

ადგილზე თიხის ქვევრის ფრაგმენტებსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელსაც მიაკვლიეს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი