logo_geo
ქართული კინოს 110 წლის იუბილეს გამოფენა მიეძღვნა
- +

30 ივნისი. 2018. 00:30

 

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე, ეზოსა და პავილიონებში, მასშტაბური გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია სტუდიის საცავში დაცული უნიკალური კოსტიუმები, იარაღი, გადასაღები ტექნიკა, აფიშები და კინომხატვართა ნამუშევრები.

 

ქართული კინო 110 წლისაა. ქართული კინოს ისტორია 1908 წელს ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე დიღმელოვის (დიღმელაშვილი) პირველი კადრებიდან იწყება, რომელთა ჩვენება 1908 წლის 15 მაისს ქალაქ ბაქოში შედგა და ეს დღე ქართული კინოს დაბადების დღედ ითვლება.

 

კინოსტუდიის კარი დამთვალიერებლისთვის ერთი კვირის განმავლობაში იქნება ღია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი