logo_geo
არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

16 აგვისტო. 2018. 19:33

 

მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 

13 აგვისტოს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

 

2010 წელს ფრანკლინს სიმსივნე დაუდგინეს. მომღერალი ბოლოს საზოგადოების წინაშე 2017 წლის ნოემბერში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე წარდგა. ფონდი ელტონ ჯონმა დააარსა.

 

2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ფრანკლინი ისტორიის უდიდეს მომღერლად დაასახელა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი