logo_geo
ნიკო ფიროსმანის „ქართველი ქალი ლეჩაქით“ „სოთბის“ აუქციონზე დღეს გაიყიდება
- +

27 ნოემბერი. 2018. 11:24

 

 

 

„სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის „ქართველი ქალი ლეჩაქით“ დღეს გაიყიდება. ინფორმაცია ამის შესახებ აუქციონის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული. „სოთბის“ აუქციონის გვერდზე ასევე მითითებულია, რომ ნახატის საწყისი ფასი 500 000-700 000 ფუნტი სტერლინგია. ამასთან, აღნიშნულია, რომ ნახატი ცნობილი ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კოლექციიდანაა. ნამუშევარი მან 1928 წელს, მოსკოვში მოგზაურობის დროს შეიძინა. ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ნამუშევრის ფიქსირებული ფასი დაბალია.

 

ნამუშევარი ისევ რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, თუმცა მითითებულია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია. ხელოვნებათმცოდნეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანის ნახატი „სოთბის“ აუქციონის რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, პოზიტიურია, რომ ის ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული. „სოთბის“ აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ „სოთბის“ ცალკე ქართული სექცია არ აქვს.

 

 

 

big_banner
არქივი