„Doctor Who”-ს ვარსკვლავი უილიამ მორგან შეპარდი გარდაიცვალა.
ბრიტანელი მსახიობი 86 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილმა მარკ შეპარდმა Instagram-ზე დაწერა.
მსახიობის შვილის თქმით, ის საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
მსახიობი ასევე მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა „ადამიანი სპილო“ და „ვარსკვლავური გზა“.