logo_geo
Friends-ის მსახიობი, ჯეიმს მაიკლ ტაილერი გარდაიცვალა
- +

25 ოქტომბერი. 2021. 10:11

 

 

ამერიკელი მსახიობი, ჯეიმს მაიკლ ტაილერი გარდაიცვალა, რომელიც ცნობილ სერიალში Friends განტერის როლს ასრულებდა. ის 59 წლის იყო. ამის შესახებ TMZ-ი წერს. მსახიობის წარმომადგენლის განცხადებით, ტაილერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მას პროსტატის კიბო ჰქონდა. დაავადების გამო, ის სერიალის სპეციალურ ეპიზოდში არ გამოჩენილა.

 

 

 

big_banner
არქივი