logo_geo
„ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი” – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
- +

6 დეკემბერი. 2021. 10:48

 

 

7 და 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე, „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი” – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლი კულტურის სამინისტროს კონკურსის – „ახალი ქართული წიგნი – საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა“ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.

„1817 წლის 4 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა.

ნეტავ როგორი იყო ამ გენიალური ლექსების მიღმა? გიფიქრიათ? ან თავის მცირეხნიან, 27 წლიან ცხოვრებაში ამდენი საოცარი ლექსის დაწერა როგორ მოასწრო? როგორი ბიჭი იყო? მარტოსული? გულგატეხილი? საზოგადოება უყვარდა, ხუმრობა, ზოგჯერ მწარეც, სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, ნატკენი ფეხის მიუხედავად მაინც “ტანცაობდა”, შეყვარებული იყო, ამბობენ, რომ არაერთხელ. თუმცა მთავარმა იმედგაცრუებამ შემოინახა მისი სიყვარულის ისტორია -სწორედ სამეგრელოს მთავრის მეუღლემ, ეკატერინე ჭავჭავაძემ წააკითხა მისი ლექსები ილია ჭავჭავაძეს…

ჩვენ მოგიყვებით ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი და ნამდვილი ნიკოლოზ ბარათაშვილის ისტორიას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი და რეჟისორი – გიორგი სავანელი.

პროექტს ახორციელებს საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება –  „ეროვნული იმპერატივი“.

 

 

big_banner
არქივი