logo_geo
მექსიკის ქალაქ გვადალახარაში ესპანურად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია გაიმართა
- +

22 აპრილი. 2022. 22:35

 

 

„ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია მექსიკის ქალაქ გვადალახარაში - სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი და ისტორიული ღონისძიებით იწყებს თბილისი იუნესკოს პროგრამის, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, გვადალახარისთვის ​წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადაცემას.

 

„ვეფხისტყაოსანი“ ესპანურ ენაზე მალაგას უნივერსიტეტში ითარგმნა და 120-მილიონიან მექსიკას ეს ნაწარმოები დღეს პირველად წარუდგინეს. დღეიდან საქართველოს მთავარი ლიტერატურული სიმდიდრე თითოეული მექსიკელისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს დელეგაცია და მექსიკაში საქართველოს ელჩი ზაზა გაბუნია.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თბილისის დელეგაციას ვმასპინძლობ. მექსიკა არის კულტურისა და ტრადიციების ქვეყანა. პატივს ვცემ თქვენს ძალიან მდიდარ კულტურას და ბედნიერი ვარ, რომ „ვეფხისტყაოსანს“ ისევე ახლოს მიიღებენ მექსიკელები, როგორც ყველა მისი მკითხველი“, - აცხადებს გვადალახარას მერი პაბლო ლემუს ნავარო.

 

„გვადალახარას მერს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება. „იუნესკოს“ ფარგლებში მოვახდინეთ ის, რომ გვადალახარას ბაზრობაზე ქართველი ავტორები პირველად წარდგნენ. ეს არის მსოფლიოში სიდიდით მეორე ესპანურენოვანი ბაზრობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ავტორებს ასეთი შესაძლებლობა მიეცა. რა თქმა უნდა, გვადალახარასთან მჭიდრო კავშირში დავრჩებით“, - ამბობს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია

 

 

big_banner
არქივი