logo_geo
თამარ გვერდწითელი საქართველოშია
- +

11 მაისი. 2022. 00:50

 

 

მომღერალი თამარ გვერდწითელი საქართველოშია. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას 9 მაისს მოსკოვში არ უმღერია.

 

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული. საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავისი ბენდის ბიჭებთან ერთად. თამარ გვერდწითელი, დავით ჯაფარიძე, ირაკლი ყარალაშვილი, პაატა ანდრიაძე, “- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი