logo_geo
"სიყვარულის 40 წესი" - თურქი მწერლის ელიფ შაფაქის ციტატები
- +

19 მაისი. 2022. 23:08

 

 

"სიყვარულის 40 წესი" თურქი მწერლის, ჟურნალისტის, აკადემიკოსის, ელიფ შაფაქის ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანია. ორიგინალი 2009 წელს გამოიცა ამერიკაში, მას შემდეგ ითარგმნა 33 ენაზე, მათ შორის ქართულადაც.

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი, აქედან 200 000 გამოცემიდან 1 თვეში გაიყიდა. "სიყვარულის 40 წესი" დღემდე ინარჩუნებს ბესთსელერის სტატუსს თურქეთსა და საფრანგეთში.

 

ელიფ შაფაქის ნაწარმოებებს მინიჭებული აქვს ეროვნული პრემიები, მწერალ ქალს კი 2007 წელს თურქეთის წიგნების გამომცემელთა კავშირმა სიტყვის თავისუფლების პრემია მიანიჭა.

 

 

პროლოგიდან: ბობოქარ მდინარეში ქვა ჩააგდეთ და დააკვირდით, რა მოხდება. ისეთი არაფერი... იმ ადგილას პატარა ჭავლი გაჩნდება, ქვის ყრუ დგაფუნს კი მდინარის ხმა ჩაახშობს. ეგ იქნება და ეგ.

 

აი, ქვას რომ ტბაში გადაუძახოთ, სულ სხვა ეფექტს მიიღებთ, თანაც უფრო ხანგრძლივს: ერთბაშად შეიძვრის ტბის მდორე წყალი. ქვის ჩავარდნის ადგილას ჯერ ერთი წრე გაჩნდება, მას კიდევ ერთი წრე მოჰყვება, მერე კიდევ ერთ... და სულ მალე, ტბის მოსარკულ ზედაპირს მთლიანად მოედება ეს მღელვარება, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩაცხრება, როცა ტალღები ნაპირს მიაწყდებიან.

 

მდინარე ისე მიიღებს თავის ისედაც მშფოთვარე წიაღში შემოჭრილ ქვას, როგორც მორიგ „ამრევს“. არ იუცხოებს, არ შეუდრკება. აი, ტბა კი ქვის ჩავარდნის შემდეგ ერთიანად შეიცვლება.

 

 

როცა კაცს კლავ, მისგან აუცილებლად მოგყვება რაღაც: ან კვნესა, ან სუნი, ან ხელის მოძრაობა. მე ამას „მსხვერპლის წყევლას“ ვეძახი. სხეულზე აგეკვრება, კანში ჩაგიძვრება, გულისკენ გაიწევს და სამუდამოდ გაგიჯდება მთელ ტანში.

 

გამოცდილებით ვიცოდი, რაც უფრო მკაცრად მალავდა მკვლელობის შემკვეთი ვინაობას, მით უფრო ახლობელი იყო თავისი მსხვერპლისთვის.

 

 

big_banner
არქივი