logo_geo
თქვენ ნამდვილად არ იცოდით, რომ ეს მომენტი „ლამაზმანიდან" მსახიობების სრული იმპროვიზაცია იყო და არა სცენარის ნაწილი
- +

3 ივლისი. 2022. 19:12

 

 

მსახიობების იმპროვიზაცია როგორც რეჟისორის, ასევე ზოგადად სურათის ჩანაფიქრს ხშირად მთლიანად ცვლის, რაც მას კიდევ უფრო დასამახსოვრებელსა და გამორჩეულს ხდის. სწორედ ასე მოხდა ფილმ "ლამაზმანთან" დაკავშირებითაც.

 

 

ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის მონაწილეობით ფილმ „ლამაზმანის“ გადაღებიდან უკვე 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ყველასთვის საყვარელი მელოდრამა პოპულარობას დღემდე არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ ის უკვე დიდი ხანია, რაც საკულტო ფილმების ნუსხას სრულიად დამსახურებულად შეუერთდა. ცოტამ თუ იცის, რომ „Pretty Woman“-ს თავდაპირველად „$3000“ ერქვა. ეს ის თანხაა, რომელიც ვივიენმა მისი შემთხვევითი ნაცნობის, ედვარდ ლუისისგან ერთი კვირაში მიიღო, თუმცა შემდეგ ფილმის შემქმნელებმა ნამუშევარს სახელი გადაარქვეს - და სწორადაც მოიქცნენ!

 

 

ფილმში არაერთი იმპროვიზაციაა. მაგალითად, რიჩარდ გირი ფორტეპიანოზე რეალურად თავად უკრავს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის: ჰოლივუდის ვარსკვლავი ერთ - ერთ ეპიზოდში, სწორედ თავის მიერ დაწერილ ნაწარმოებს ასრულებს! თუმცა, დღეს მსურს მოგითხროთ ერთი სასაცილო მომენტის შესახებ გადაღებიდან: სუფთა იმპროვიზაცია საბოლოოდ, ფილმის ნაწილად იქცა.

 

 

 

საუბარია სცენაზე, რომელშიც ედვარდი ყელსაბამიანი ფუტლარის თავს მოულოდნელად ხურავს და ვივიენს შიგნით თითებს აყოლებს, რითიც გოგონას მოულოდნელი რეაქციით აშინებს. მართალია, ეს სცენარში საერთოდაც არ ეწერა, თუმცა რიჩარდ გირმა ამგვარად გადაწყვიტა გადაღების პროცესში ჯულია რობერტსს გახუმრებოდა.

 

მსახიობის რეაქცია იმდენად ბუნებრივი, სასაცილო და ბრწყინვალე გამოვიდა, რომ რეჟისორმა, გერი მარშალმა გადაწყვიტა აღნიშნული დუბლი ფილმშიც კი ჩაესვა.

 

 

 

big_banner
არქივი