logo_geo
ალბუკერკეში სერიალის „მძიმე დანაშაული“ გმირებს ძეგლს დაუდგამენ
- +

17 ივლისი. 2022. 19:25

 

 

ნიუ მექსიკოში, ქალაქ ალბუკერკეში პოპულარული ტელესერიალის „მძიმე დანაშაულის“ (Breaking Bad) მთავარ გმირებს - უოლტერ უაითსა და ჯესი პინკმანს ძეგლს დაუდგამენ. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ქანდაკებები ტრევორ გროვმა შექმნა, ქალაქს კი ისინი შოუს ავტორმა ვინს ჯილიგნმა და კომპანია Sony-მ გადასცეს.

 

ძეგლს ალბუკერკეში 29 ივლისს გახსნიან. „მძიმე დანაშაულის“ მოვლენები სწორედ ამ ქალაქში ვითარდება. უოლტერ უაითის როლს ბრაიან კრენსტონი ასრულებს, ჯესი პინკმანს კი აარონ პოლი განასახიერებს. კრიმინალურმა დრამამ, რომელიც სიმსივნით დაავადებული ქიმიის მასწავლებლისა და მისი ყოფილი მოსწავლის ნარკობიზნესის შესახებ მოგვითხრობს, ალბუკერკეში ტურიზმს ბუმი გამოიწვია. რამდენიმე კომპანია მსურველებს სერიალის მიხედვით შედგენილ თემატურ ტურებსაც სთავაზობს. სერიალი AMC-ზე 2008-2013 წლებში გადიოდა.

 

 

big_banner
არქივი