logo_geo
ტომ დელონგი ჯგუფში Blink 182 დაბრუნდა
- +

12 ოქტომბერი. 2022. 02:50

 

 

გიტარისტი ტომ დელონგი ჯგუფში Blink 182 დაბრუნდა. ამის შესახებ Kerrang წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პოპ-პანკ ტრიო, რომელშიც ასევე ტრევის ბარკერი და მარკ ჰოპუსი უკრავენ, პარასკევს, 14 ოქტომბერს ახალ სინგლსაც გამოუშვებენ, სახელწოდებით Edging. 2023 წელს კი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრებიან.

 

დე ლონგმა, ჰოპუსმა და სკოტ რეინორმა Blink 182 1992 წელს ჩამოაყალიბეს. შემდეგ რეინორი ბარკერმა ჩაანაცვლა. მსოფლიო მასშტაბით მათ გაყიდული აქვთ 35 მილიონზე მეტი ალბომი. დე ლონგმა ჯგუფი ორჯერ - 2005 და 2015 წლებში დატოვა.

 

 

big_banner
არქივი