logo_geo
Netflix-ის „ჩრდილის და ძვლის“ მეორე სეზონი მარტში გამოვა
- +

12 დეკემბერი. 2022. 11:23

 

 

Netflix-ის სერიალის „ჩრდილი და ძვალი“ მეორე სეზონი ეკრანებზე 16 მარტს გამოვა. ამის შესახებ Deadline წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან ჯესი მე ლი, ბენ ბარნსი, არჩი რენო, ფედი კარტერტი, ამიტა სუმანი, კიტ იანგი და სხვები.

 

ახალ სეზონში 8 სერია იქნება. სერიალის გაგრძელება სერვისმა პირველი სეზონის მაღალი რეიტინგის გამო გადაწყვიტა. კერძოდ, პირველი 28 დღის განმავლობაში „ჩრდილი და ძვალი“ 55 მილიონ სახლში ნახეს, ის Netflix-ის ტოპ ათეულში 93 ქვეყანაში მოხვდა, 79 მათგანში კი პირველი ადგილი დაიკავა.

 

სერიალი ამერიკელი მწერლის, ლი ბარდუგოს წიგნებზეა დაფუძნებული, რომელთა მოქმედებაც გამოგონილ სამყაროში - გრიშარვესში ვითარდება. ის ტრილოგიას „ჩრდილი და ძვალი“ და დილოგიას „ექვსი ყვავი“ აერთიანებს.

 

 

big_banner
არქივი