logo_geo
ბრაიან მეის დიდი ბრიტანეთის რაინდი ბაკალავრის წოდება მიენიჭა
- +

31 დეკემბერი. 2022. 14:12

 

 

ჯგუფ Queen-ის გიტარისტს და ერთ-ერთ დამფუძნებელს ბრაიან მეის დიდი ბრიტანეთის რაინდი ბაკალავრის წოდება მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ოკუმენტში ჩამოთვლილია მეის დამსახურება, რომელთა შორის არის მიღწევები მუსიკის სფეროში, ასევე მუშაობა ასტროფიზიკოსად და საქმიანობა ველური ცხოველების დაცვის მიმართულებით.

 

„2008 წელს მან ლონდონის სტერეოსკოპული კომპანია აღადგინა, 2009 წელს დააფუძნა ფონდი Save-Me Trust, 2015 წელს კი ასტეროიდის დღის თანადამფუძნებელი გახდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

big_banner
არქივი