logo_geo
Disney-მ „მანდალორელის“ მესამე სეზონის პირველი თრეილერი გამოაქვეყნა
- +

17 იანვარი. 2023. 13:05

 

 

Disney-მ პოპულარული სერიალის „მანდალორელის“ მესამე სეზონის პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. ვიდეოში შოუს მთავარი გმირები - მანდო და გროგუ გალაქტიკის სხვადასხვა პლანეტებზე მოგზაურობენ.

 

მესამე სეზონის პრემიერა სტრიმინგ-სერვისზე Disney+ 2023 წლის 1-ელ მარტს შედგება.

 

პროექტის სცენარისტი და პროდიუსერი ჯონ ფავროა, მთავარ როლს კი პედრო პასკალი ასრულებს. სერიალის სიუჟეტი „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში ვითარდება. „მანდალორელმა“ როგორც კრიტიკოსების, ასევე „ვარსკვლავური ომების“ თაყვანისმცემლების დიდი მოწონება დაიმსახურა. სერიალის ერთ-ერთი გმირი - გროგუ, რომელსაც მაყურებლებმა პატარა იოდა შეარქვეს იმდენად პოპულარული გახდა, რომ მის საპატივცემოდ კოქტეილიც კი გამოიგონეს.

 

 

big_banner
არქივი