logo_geo
კურტ კობეინის მიერ დამტვრეული გიტარა აუქციონზე გაიყიდა
- +

22 მაისი. 2023. 01:48

 

 

 

გიტარა, რომელიც ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Nirvana-ს ფრონტმენმა გატეხა, ნიუ-იორკში, Hard Rock Cafe-ში გამართულ აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსმა, რომელმაც 1994 წელს თავი მოკლა, შავი Fender Stratocaster ჯგუფის მეორე ალბომზე Nevermind მუშაობისას დაამტვრია. ინსტრუმენტი ააწყვეს, თუმცა მასზე დაკვრა შეუძლებელია. ამასთან, გიტარაზე Nirvana-ს სამივე წევრის ავტოგრაფია.

 

ანონიმურმა მყიდველმა გიტარაში $596 900 გადაიხადა, თუმცა ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ინსტრუმენტი 60-80 ათას დოლარად გაიყიდებოდა.

 

 

big_banner
არქივი