logo_geo
Netflix-მა „მხედვარის“ მესამე სეზონის პირველი თრეილერი გამოაქვეყნა
- +

12 ივნისი. 2023. 01:30

 

 

Netflix-მა პოპულარული სერიალის „მხედვარის“ მესამე სეზონის პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. სეზონი ორ ნაწილად იქნება დაყოფილი - პირველი 5 ეპიზოდი 29 ივნისს გამოვა, ბოლო 3 ეპიზოდის ნახვას კი Netflix-ის მაყურებელი 27 ივლისს შეძლებს.

 

„მხედვარის“ პირველი სეზონი 2019 წელს გამოვიდა. სერიალი პოლონელი მწერის, ანჯეი საპკოვსკის რომანების მიხედვით არის გადაღებული. მისი მთავარი გმირი მონსტრებზე მონადირე გერალტია, რომლის როლსაც ჰენრი კევილი ასრულებს. თუმცა მეოთხე სეზონიდან ამ როლს ლიამ ჰემსვორთი გადაიბარებს. სერიალში ასევე ანია ჩალოტრა და ფრეია ალანი თამაშობენ.

 

 

 

big_banner
არქივი