logo_geo
პოლ მაკარტნიმ The Beatles-ის უკანასკნელი სიმღერის გამოსვლა დააანონსა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ჩაიწერა
- +

14 ივნისი. 2023. 01:06

 

 

პოლ მაკარტნიმ The Beatles-ის უკანასკნელი სიმღერის გამოშვება დააანონსა. ამის შესახებ მუსიკოსმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხდა.

 

გამოცემის ინფომრაციით, სიმღერა წელს გამოვა. მაკარნიმ განმარტა, რომ ჯონ ლენონის ხმა ძველი დემოჩანაწერიდან ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამოიღეს. მუსიკოსს არ დაუზუსტებია, რომელ სიმღერაზეა საუბარი, თუმცა BBC ვარარუდობს, რომ ეს არის კომპოზიცა Now and Then, რომელიც ლენონმა 1978 წელს ჩაწერა.

 

1993 წელს პოლ მაკარტნიმ ლენონის ცოლისგან, იოკო ონოსგან ორი აუდიოკასეტა მიიღო, რომელზეც ლენონის დაუსრულებელი სიმღერები იყო ჩაწერილი. მოგვიანებით, The Beatles-მა ორი კომპოზიციაFree as a Bird და Real Love გამოუშვეს. მუსიკოსები Now and Then-ზეც მუშაობდნენ, თუმცა ჩანაწერის ხარისხის გამო პროცესი შეწყვიტეს. მაკარტნის არაერთხელ უთქვამს, რომ ამ სიმღერის დასრულება უნდა.

 

 

big_banner
არქივი