logo_geo
რა ეღირება ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები
- +

19 ივნისი. 2023. 11:20

 

 

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალ 10:00 საათიდან იწყება. ბილეთების ფასი 125-დან 1450 ლარამდე მერყეობს. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. არსებობს 20 და 30%-იანი ფასდაკლებებიც.

 

ბრუნო მარსის კონცერტი პირველ ოქტომბერს დინამო არენაზე გაიმართება.

 

15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

 

 

big_banner
არქივი