logo_geo
ელისო ბოლქვაძე: ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ხდება 10 წლის და ძალიან სასიხარულო, კარგი და მასშტაბური ღონისძიებები ელოდება საზოგადოებას
- +

20 ივლისი. 2023. 00:09

"ბათუმის ფესტივალი ხდება 10 წლის და ძალიან სასიხარულო, კარგი და მასშტაბური ღონისძიებები ელოდება საზოგადოებას," - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან ფესტივალის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ეს არის ერთადერთი კულტურული ღონისძიება, რომელიც „იუნესკოს მაღალი პატრონაჟით მიმდინარეობს. წელს გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, ნორჩი პიანისტებისთვის იქნება საინტერესო მასტერკლასები. წარმოდგენილია საელჩოები - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბრაზილია, საფრანგეთი. ესეც კულტურის დიპლომატიის ერთ-ერთი კომპონენტია ფესტივალის ფარგლებში.ვთვლი, რომ ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომლის გამოც, მაგალითად, ბათუმმა, როგორც ქალაქმა მიიღო „იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქის სტატუსი - სწორედ იმიტომ, რომ ამ ქალაქში ხდება ბევრი რამ და ერთ-ერთია ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი“, - აღნიშნა ბოლქვაძემ.

big_banner
არქივი